29 ივნისი 2026,   16:58
ვრცლად
რუსეთმა ჰააგის პროკურორ კარიმ ხანზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორზე, რომელმაც ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა - ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსკოვმა კარიმ ხანის დაკავების ორდერი უკვე გასცა. მისი ფოტო სამინისტროს ძებნილთა ბაზაშია გამოქვეყნებული და მითითებულია რომ სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების განკარგულება გასცა.

დღის ამბები