29 ივნისი 2026,   15:52
ვრცლად
როდესაც ფოკუსირებული ვართ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, არ უნდა გადაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა და ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლის პირისპირ არიან - ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის თქმით, როდესაც ძირითადი ფოკუსი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეა, დავიწყებული არ უნდა იყოს საქართველო, მოლდოვა და ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დაშინების პირისპირ არიან.

პაველის თქმით, ამ ქვეყნებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მათი დახმარება სჭირდებათ.

"რეესტრი, სადაც ასახული იქნება ზიანი, რაც უკრაინას მიადგა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსული აგრესიის პირობებში. ამაყი ვარ, რომ ჩეხეთმა დიდი როლი ითამაშა ამ კუთხით, აღნიშნული ინსტრუმენტის შემუშავებაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეესტრი მალე ამოქმედდება.

როდესაც ფოკუსირებული ვართ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე არ უნდა გადაგვავიწყდეს საქართველო , მოლდოვა და ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დაშინების პირისპირ არიან. მათ ევროკავშირის გზაზე ჩვენი დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, გასული წელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა.

"რუსეთის ომის გამო გასული წელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა ბევრი ქვეყნისთვის. როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ისე უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის . ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ერთად. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პარტნიორობა ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის.ასე რომ ევროპული დემოკრატიის ამბის წერა გაგრძელდება უკრაინაში და ჩვენი კონტინენტის სხვა ადგილებში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფინეთის პრეზიდენტის საულ ნიინისტოს თქმით, მაშინ როცა მათი ძირითადი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, ისინი ხაზს უსვამენ საქართველოს , მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის საჭიროებაზეც.

"მნიშვნელოვანია რუსეთის პასუხისგებაში მიცემა . ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. მაშინ როცა ჩვენი ძირითადი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს , მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის საჭიროებაზეც", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიინისტომ.

დღის ამბები