29 ივნისი 2026,   15:51
ვრცლად
უკრაინა  ბახმუტის მიმართულებით პოზიციებს იმაგრებს- ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 17  კილომეტრი გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან 

ომში მყოფი ქვეყანა ბახმუტის მიმართულებით პოზიციებს იმაგრებს და წინ მიიწევს. ბოლო 3 დღის განმავლობაში, უკრაინელებმა 17 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

პოზიციებიდან უკან დახევა აღიარა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, თუმცა აგრესორი დანებებას არ აპირებს. ომის 444-ე  დღე დაბომბვით დაიწყო ხმელნიცკის ოლქში. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა კიევის ოლქშიც.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა საკუთარ ფიქრებში, ომი უკვე წააგეს.

"შტაბის შეხვედრა ჩავატარე. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო. რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში, მათ ეს ომი უკვე წააგეს. მათზე ყოველდღე უნდა მოვახდინოთ ისეთი ზეწოლა, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად გადაიქცეს. მადლობა ყველას, ვინც  მრავალი სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ, მებრძოლებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი მოგაწოდოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეთ აგრესორის დამარცხებისა და მშვიდობის აღსადგენად,"-განაცხადა ზელენსკიმ. 

 

დღის ამბები