მეფის კორონაციის მეორე დღეს, გაერთიანებულ სამეფოში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, უამრავი წვეულება და ლანჩი.
კორონაციის სამოქალაქო ღონისძიებებს, სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.
ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია კორონაციის დიდ ლანჩზე, კრანლიში გამოჩნდებიან. საღამოს კი, უინძორის სასახლეში ქეითი ფერის, ლაიონელ რიჩის, თეიქ ზეთისა და სხვა ვარსკვლავების წარმოდგენაა დაგეგმილი, რომელიც BBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.