29 ივნისი 2026,   15:43
ვრცლად
სუდანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებას საუდის არაბეთი უმასპინძლებს

საუდის არაბეთი სუდანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებას უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, შეხვედრა ქალაქ ჯედაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენჯერმე დარღვევის შემდეგ, ეს პირველი მოლაპარაკება იქნება სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის.

სუდანის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიზნად ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას ისახავს.

დღის ამბები