კანადა რუსებისთვის ჩამორთმეული ქონებით უკრაინელებს დაეხმარება. საუბარია ენ-124 -ის "რუსლანის" ტიპის თვითმფრინავზე. ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის პრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
დენის შმიგალი თქმით, კანადა რუსული კომპანია "ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით ენ-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამოსართმევად და უკრაინისთვის გადმოსაცემად", - წერს დენის შმიგალი "ფეისბუქზე“.
ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის "როსატომის" წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.