02 ივლისი 2026,   16:43
ვრცლად
აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რადგან შესაძლოა პუტინმა უკრაინასთან ომი გაამწვავოს - ჯონ კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რადგან შესაძლოა პუტინმა უკრაინასთან ომი გაამწვავოს - ინფორმაციას CNN უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ, ჯონ კირბიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ კირბის თქმით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ პუტინი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება, ამერიკა მაინც ფიქრობს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში რეაგირებაზე.

"ჩვენ ვაკვირდებით ამას ყურადღებით, როგორც შეგვიძლია. არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებდა შეგვეცვალა შეკავების ჩვენი სტრატეგიული პოზიცია. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საფრთხეებს სერიოზულად ვითვალისწინებთ.

ეს არის უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელიც მომდინარეობს თანამედროვე ბირთვული სახელმწიფოსგან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დავრწმუნდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი ნატო-ს მოკავშირეების ინტერესები," - აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი.

დღის ამბები