უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დღეს თბილისის 202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სპეციალისტები და მშობლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტუმრებს გაესაუბრა, დალოცა და მათ საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნული ჯვრები საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა.
შეხვედრაზე ბავშვებმა ლექსებიც წაიკითხეს.
შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა.

