03 ივლისი 2026,   04:53
ვრცლად
"მობილური ტელეფონი ჩაირთვება, მაგრამ სანამ არ დადასტურდება, რომ სომხეთის რესპუბლიკაში კანონიერი გზით შემოვიდა, ტელეფონი სომხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მუშაობდეს" - ნიკოლ ფაშინიანი ახალ კანონზე

ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. სისტემაში თითოეული მობილური ტელეფონი მისი მფლობელის ვინაობასთან იქნება დაკავშირებული.

ახალი კანონპროექტის მიზნებსა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობს.

"მთავარი პრინციპი ასეთია: მობილური ტელეფონი ჩაირთვება, მაგრამ სანამ არ დადასტურდება, რომ სომხეთის რესპუბლიკაში კანონიერი გზით შემოვიდა, ტელეფონი სომხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მუშაობდეს. ეს ნაბიჯი გამართლებულია. სხვათა შორის, ეს განხილვები ჩვენ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ. დეტალურად ვიმსჯელეთ და აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მაკონტროლებელი ფუნქციები - მათ შორის ის მკაცრი ზომები, აღარ უნდა გავატაროთ. თუმცა, ცხადია, რომ აქ რადიკალური, სტანდარტიზებული და ცივილიზებული გადაწყვეტილებებია საჭირო," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები