03 ივლისი 2026,   02:03
ვრცლად
ისნის რაიონში სამ მისამართზე გზის დამჭერი კედლები მოეწყო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე ისნის რაიონის გამგებელ აკაკი ხლაბუსტოვთან ერთად გზის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და რამდენიმე მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში და მაღალკვალიფიციურად მიმდინარეობს.
„ისნის გამგებელთან ერთად გავეცანით რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას და შევხვდით მოსახლეობას. გზის დამჭერი კედლების მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ისნის რაიონის გამგეობამ სამ მისამართზე: მელაანის I შესახვევი N20-ში, დომინიკა ერისთავის ქუჩა N2-ში და შილდის ქუჩა N 3-ში გზის დამჭერი კედლების რკინა-ბეტონით მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 714 521.09 ლარი შეადგინა.

დღის ამბები