03 ივლისი 2026,   04:55
ვრცლად
თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა - ნიკა ობოლაძე

„პოლიტიკური არათანმიმდევრულობა და ორმაგი სტანდარტები“ - ნიკა ობოლაძე ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლებს, კერძოდ თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს.

ობოლაძის შეფასებით, თუკი ოპოზიცია საჯაროდ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არალეგიტიმურია, მაშინ 4 ოქტომბრის მოვლენები და პრეზიდენტის სასახლეში „გასაღების გადმობარების“ მცდელობა არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ აუცილებელი ნაბიჯი იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირონიულად აღნიშნავს, რომ ამ ლოგიკის ერთგული მხარდამჭერები დღეს პატიმრობაში იმყოფებიან, მაშინ როდესაც თავად იდეის ავტორები სხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე, მათ შორის საერთაშორისო დიპლომატიურ შეხვედრებზე, სრულიად განსხვავებულად პოზიციონირებენ.

"თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის "გასაღების გადმობარების" მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.

ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა", - წერს ნიკა ობოლაძე. 

დღის ამბები