საჭადრაკო კლუბმა "მერანმა" რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საქართველოს მეხუთე გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
წელს ჩემპიონატში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის რვა გუნდი ასპარეზობდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.