მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე 300 ხე დარგეს.
პროცესში მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის მინისტრი. პარკში, ჯამში, 1 300 ხე და მცენარე დაირგვება.
"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა - მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის, რომლის მთავარი მიზანიც ჩვენს ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში რეკრეაციული სივრცეების განვითარებაა.
რეკრეაციული სივრცე არ არის მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განვითარებისთვის და სოციალიზაციის პროცესისთვის", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.