თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათ წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარეს თბილისის მრავალეთნიკური სათემო საზოგადოების თანადგომისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ტოლერანტობის ამაგდარის" საპატიო სიგელი გადაეცა.