17 ნოემბერი 2026,   09:43
ვრცლად
Wasteless-ის კამპანიის "ეკომეგობრული აჭარა 2026-ის" პირველი ეტაპი დასრულებულია

Wasteless-ის კამპანიის "ეკომეგობრული აჭარა 2026-ის" პირველი ეტაპი დასრულებულია. ინიციატივის ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი და ინტერაქტიული შეხვედრები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

შერჩეული საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებშიც ჩაერთნენ და მიიღეს მონაწილეობა ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში.

პროექტი 28 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან. კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვა.

დღის ამბები