17 ნოემბერი 2026,   10:25
ვრცლად
აშშ-ის მსხვილი ბანკების ონლაინ მომსახურებაში შეფერხება დაფიქსირდა - JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს ათასობით მომხმარებელი პრობლემებს უჩივის

აშშ-ის მსხვილ ბანკებში ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას შეფერხება დაფიქსირდა.

როგორც CNN წერს, აშშ-ის მსხვილი ბანკების ათასობით მომხმარებელმა ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას პრობლემების შესახებ განაცხადა. კერძოდ, JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს მომხმარებლები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ონლაინ საბანკო სერვისით ვერ სარგებლობენ.

JPMorgan Chase-ის განცხადებით, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ბანკში აცხადებენ, რომ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

"ზოგიერთი ტრანზაქციის შესრულებას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, თუმცა მომხმარებლებს კვლავ აქვთ წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და თანხებზე", – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

როგორც CNN წერს, JPMorgan Chase-ის მომსახურებაში პრობლემების შესახებ 4 700-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.

დღის ამბები