შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, სატვირთო გემი უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ჩაიძირა. სომალის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს რუმინეთიდან ეგვიპტეში 3 000 ტონა ხორბალი გადაჰქონდა.
ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, განგაშის სიგნალის მიღებისთანავე დაწყებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ეკიპაჟის თორმეტივე წევრი - თურქეთის 8 და აზერბაიჯანის 4 მოქალაქე გადაარჩინეს.
ივლისიდან დღემდე, ეს ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან სავაჭრო გემზე განხორციელებული უკვე მე-17 თავდასხმაა.
შეგახსენებთ, ეს საზღვაო დერეფანი კი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მთავარი მარშრუტია.