დიდ ბრიტანეთს, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში მაღალი ტემპერატურის კიდევ ერთი ტალღა დაატყდება თავს. როგორც BBC წერს, პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 30°C-ს მიაღწევს.
მედიის ცნობით, ამჟამად აზორის კუნძულებიდან პორტუგალიისა და ესპანეთის მიმართულებით მაღალი წნევის დიდი არეალი ყალიბდება. შაბათ-კვირისთვის საფრანგეთსა და სამხრეთ ბრიტანეთში სიცხის ტალღები გაძლიერდება, ზოგიერთ ადგილას კი ტემპერატურა ანომალიურ ზღვარს მიაღწევს.
მეტეოროლოგიური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასული თვე, ინგლისში, დაკვირვების მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი ივნისი იყო, ხოლო მთლიანად გაერთიანებულ სამეფოში - მეორე ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა.