09 დეკემბერი 2022,   21:12
ვრცლად
პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ირანში 19 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ირანში 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პოლიციელი. შემთხვევა ქალაქ ზაჰედანში მოხდა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელები მლოცველებს შორის იმალებოდნენ და შეტევის დასაწყებად შესაფერის მომენტს არჩევდნენ.

ამ დროისთვის, უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 52-ია. ასობით ადამიანი დაშავდა, ათასობით კი დააკავეს.

დღის ამბები