01 ოქტომბერი 2026,   01:58
ვრცლად
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს. ასევე, გააცნეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.

დღის ამბები