20 ნოემბერი 2026,   16:07
ვრცლად
არჩილ გორდულაძე: მინდა, სამძიმარი გამოვთქვა გუშინ დატრიალებული მძიმე ტრაგედიის გამო, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ფონიჭალის ტრაგედიაზე სამძიმრით დაიწყო. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას სამძიმრის შემდეგ, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

"მინდა, გამოვთქვა სამძიმარი იმ მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც დატრიალდა გუშინ და მალე გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მძიმე ტრაგედიაა... ყველა სახელმწიფო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც, რომ ეს ტრაგედია და ეს უბედურება იყოს მინიმალიზებული. აქ სიტყვებიც ზედმეტია", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

 

დღის ამბები