საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს - დიპლომატიური უწყება გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს, ხოლო მაშველებს დაუღალავი შრომისა და გადარჩენილი სიცოცხლისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი" - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.