20 ნოემბერი 2026,   15:38
ვრცლად
გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს

საქართველოში გერმანიის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო მადლობას უხდის მაშველებს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ. ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ რთულ დროს. განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თანავუგრძნობთ დაზარალებულთა ახლობლებს და მთელ საქართველოს", – წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები