20 ნოემბერი 2026,   15:54
ვრცლად
ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

წესრიგის დარღვევის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ ბიბილაშვილი მუდმივად არღვევს სასამართლო სხდომაზე წესრიგს. 

"მოპასუხე მხარეს აშკარად და ღიად ეტყობა, რომ შენიშვნებს აძლევს მეორე მხარეს იმასთან დაკავშირებით, რასაც თავად ორჯერ მეტად არღვევს. იმას ვერ ეგუებით, რომ ახსნა-განმარტება არ გააკეთოთ შეკითხვების შემდეგ. კიდევ უფრო უმყარდება სასამართლოს რწმენა იმისა, რომ გაჭიანურებისკენ მიდის ეს ყველაფერი. ბატონი ზაზა ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა მივმართო. მაშინ გადაწყვიტოს ეს საქმე საზოგადოებამ. ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი, ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებულია სხდომიდან", - აღნიშნა ნადარაიამ.

ზაზა ბიბილეიშვილის თქმით, მხარეებისადმი თანასწორ მიდგომას ითხოვდა.

"ყოველ ჯერზე, მე ვითხოვდი, რომ თანასწორი მიდგომა ყოფილიყო მხარეებს შორის", - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

 
დღის ამბები