20 ნოემბერი 2026,   16:18
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს - დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. 

"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ უდიდესი მწუხარების დროს მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები და მისცეს მათ ოჯახებს გამძლეობა.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ირაკლი კირცხალია.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები