20 ნოემბერი 2026,   16:20
ვრცლად
"ისევ შოკში ვარ, ყვავილები მოვიტანე, ვეღარ მოვითმინე, ვეღარ ვუძლებდი" - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე დაღუპულების ახლობლები მივიდნენ

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ ბინებში მოსახლეობის შეყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა მოქალაქეებმა პირველად ნივთების გამოტანა შეძლონ. პროცესი მეხანძრე-მაშველების თანხლებით მიმდინარეობს.

პარალელურად, ადგილზე დილიდან იკრიბებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ ადგილზე მიაქვთ ყვავილები და მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ.

"სასწაული მოხდა, კიდევ შოკში ვარ, კიდევ არ მჯერა. ყველას, ბავშვებსაც ვიცნობდი, სულ ყველას. სასწაული ხალხი იყო. ყვავილები მოვიტანე, ვეღარ მოვითმინე, ვეღარ ვუძლებდი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

"სკოლისთვის გავამზადე ბავშვი, გამოვედი და ვნახე ასეთი მდგომარეობა. ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ გოგოს ვიცნობდი, პირველ სართულზე ვინც ცხოვრობდა და ზემოთ, მესამეზე. კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

 

დღის ამბები