20 ნოემბერი 2026,   16:30
ვრცლად
ფონიჭალის ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - ნორვეგიის საელჩო თბილისში

ნორვეგიის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო.

თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები