20 ნოემბერი 2026,   16:30
ვრცლად
უკრაინის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს

საქართველოში უკრაინის საელჩო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები