23 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
გრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენ

გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიისა და დანიის ლიდერებს შეხვდა, რათა უსაფრთხოების სფეროში ისტორიული შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი.

ტრამპმა გარიგება დაახასიათა, როგორც "ხანგრძლივი მზადების შედეგი" და განაცხადა, რომ ის ხელმომწერ სამ მხარეს შორის "გრძელვადიან, ფანტასტიკურ ურთიერთობას" ჩაუყრის საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია სუვერენული ტერიტორიაა, ის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, რომელიც ძირითადად განაგებს მის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიაში ორ დიდ სამხედრო ბაზას ააშენებს.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი შეთანხმება აკმაყოფილებს აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს, რათა უცხოელმა მოწინააღმდეგეებმა კუნძულზე ფეხი ვერ მოიკიდონ, და ამავდროულად პატივს სცემს დანიისა და გრენლანდიის შიდა უფლებებს.

უსაფრთხოების შეთანხმებით კმაყოფილია გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც:

"ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომელსაც 1951 წლის თავდაცვის ხელშეკრულება 2026 წელში გადმოაქვს, ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ მეგობრად და დასავლური ალიანსის ნაწილად. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება - თქვენი... ეს არის სამმხრივად მომგებიანი შეთანხმება,"- აცხადებს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი. 

დღის ამბები