18 სექტემბერი 2026,   17:57
ვრცლად
პრემიერი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე: მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში, ასეთი გზავნილებიც იმის გამოძახილია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო ეროვნული ინტერესების დაცვა

ასეთი ტიპის გზავნილები არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა სათანადო პოლიტიკისა შენარჩუნება.

"ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში. ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ, სათანადო პოლიტიკისა და წითელი ხაზების შენარჩუნება. ამას ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები