15 სექტემბერი 2026,   14:56
ვრცლად
ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა - ალექსანდრე ტაბატაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ახალი კანდიდატურა წარდგენილია. შესაბამისი პროცედურები დღეს იწყება.

თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრმა მედიას გუშინ წარუდგინა. უწყების ყოფილი უფროსი გეკა გელაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პოზიციით - მინისტრის მოადგილის სტატუსით დაუბრუნდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, ახალ კანდიდატურას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე ოთხშაბათს მოუსმენენ.

"უკვე შემოსულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში შესაბამისი კანდიდატის წარდგენა. ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება კანდიდატურა, კანდიდატი ბატონი თამაზ ბორაშვილი წარმოადგენს თავის სამომავლო ხედვებს.

მას, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარკვეული პერიოდი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. არის მაღალი დონის პროფესიონალი.

ბატონ გეკას, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ჩვენ სრული ნდობა გვქონდა მისი. გეკა გელაძე გამოირჩევა თავისი პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

დღის ამბები