01 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
"ჩვენ ომი არ გვინდა, ესაა ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის. თუმცა აგრესიის შემთხვევაში, მზად ვართ პასუხი გავცეთ" - ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი აშშ-თან კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას ცდილობს.

მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს არსებული პრობლემების მოგვარების გზა დიალოგი და თანამშრომლობაა.

"ჩვენ ომი არ გვინდა - ესაა ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის. თუმცა, უმოქმედოდ არ ვიქნებით. აგრესიის შემთხვევაში, მზად ვართ პასუხი გავცეთ. რეგიონში შექმნილი არასტაბილურობა ყველას შეეხება და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის", - აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები