31 აგვისტო 2026,   13:39
ვრცლად
ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა - 4 800-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4 800-მდე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მედია წერს, რომ დატბორილ რეგიონში მდებარე ჰიდროელექტროსადგურებზე 933 მუშაა ჩარჩენილი. დაკარგულებს შორის არიან სამხედროები, პოლიციელები, საბაჟოს თანამშრომლები და უცხო ქვეყნის 500-ზე მეტი მოქალაქე.

სტიქია 5 დღის, წინ მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა. დაზარალებულ რაიონებში განადგურებულია დასახლებები, გზები და ხიდები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღის ამბები