ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე გასულ კვირას მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კვირა დღის მონაცემებით, ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 16-ს შეადგენს.
კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნეპალში, დაკარგულთა რიცხვი 4 247-მდე გაიზარდა, მათ შორის, 592 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კვირა დღის მონაცემებთან შედარებით, ეს მკვეთრი ზრდაა, რადგან გუშინ დაკარგულად 2 502 ადამიანი ითვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნეპალში, მაშველებმა 10 451 ადამიანი გადაარჩინეს.
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, მათ ტერიტორიაზე დაკარგულად ითვლება 546 ადამიანი. მედიის ცნობით, საზღვრის ორივე მხარეს 919 ადამიანია დაღუპული, ხოლო 4 793 დაკარგულად ითვლება.