ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც დაახლოებით 270 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 23 დაკარგულად მიიჩნევა.
ხელისუფლების ცნობით, კერძო ბორანი კირენიას პორტიდან 12:30 საათზე (09:30 GMT) გავიდა, რის შემდეგაც მალევე, ჯერჯერობით გაურკვეველი მოზეზით ჩაიძირა. ბორანი თურქეთის პორტ ტასუჯუსკენ მიემართებოდა.
ჩაძირული ბორანი ჩრდილოეთ კვიპროსსა და თურქეთს შორის ყოველდღიურად მოძრავი კატამარნებიდან ერთ-ერთი იყო.