გამარჯვება საქართველოს ანგარიშზე - კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა. ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.
საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ქვეყნის პირველმა პირებმა, ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცეს, კალათბურთელებს მადლობა გადაუხადეს და მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი გამარჯვებები უსურვეს.