30 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
"გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა და ცხოვრების ხარჯები ევროპელებისთვის მზარდ პრობლემად რჩება" - ახალი კვლევა, რომელიც ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა "ევრობარომეტრის" ახალი კვლევა, რომელიც ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა. გამოიკითხა 26 421 რესპონდენტი. ანგარიში იკვლევს, როგორ უყურებენ ევროპელები მომავალს, ცხოვრების დონეს, ფასებს, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

კვლევის მიხედვით, 58 პროცენტი მომავალს პესიმისტურად უყურებს, 44 გაურკვევლობაშია, 29 კი უახლოეს წლებში ცხოვრების დონის გაუარესებას ელოდება.

კვლევაში წერია, რომ 73 პროცენტს სურს, რომ ევროკავშირს გლობალური გამოწვევების დასაძლევად მეტი საშუალება ჰქონდეს.

"ბოლო წლებში გაიზარდა ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული შეშფოთება, განსაკუთრებით ცხოვრების ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან, მოქალაქეების საერთო განწყობა გაურკვევლობას და იმედს შორის მერყეობს. ევროპელთა უმრავლესობა მსოფლიოს მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი. ევროპელებს შორის ყველაზე გავრცელებული ემოცია გაურკვევლობაა. მას მცირედი სხვაობით მოსდევს იმედი. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა და ცხოვრების ხარჯები ევროპელებისთვის მზარდ პრობლემად რჩება," - წერია კვლევაში.  

 

დღის ამბები