მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან 9, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. მათ შორის არის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმისთვის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს გურამ ხუტაშვილმა და დანიელ მუმლაძემაც. მათ რუსთაველზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა.
შეწყალება შეეხოთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილსაც. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ჰუმანური აქტი განხორციელდა.