29 აგვისტო 2026,   04:54
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

დღეს დაცვის მხარე გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრებს გამოკითხავს. სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაიკითხა ორი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი იყო "მაგთიკომის" წარმომადგენელი. გაგიკვირდებათ ალბათ, რატომ დაიკითხა ეს ადამიანი. მე არაერთხელ მაქვს გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ზემოხსენებული დაწესებულებიდან ის ინფორმაცია, რაც გულისხმობს მობილური ოპერატორების ხელთ არსებულ ინფორმაციას, კონკრეტულ დროს სად, რა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ. თანხის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მოწმეებმა რომ ისაუბრეს ეს მონაცემები, რამდენად რეალური იყო და შესაბამისობაში სიმართლესთან, ამის გადასამოწმებლად, ერთ-ერთი კარგი ბერკეტი არის გამოთხოვა ინფორმაციის ინტერნეტ ტრაფიკების. ჩვენ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, დავათვალიერეთ, დავამუშავეთ, ამასთან დაკავშირებით გამომძიებელიც დაიკითხა და, ზუსტად ამ ინფორმაციით, ცნობილი და ცხადი ხდება, რომ იმ პერიოდში, რაზეც მოწმე უთითებს და რაზეც მოწმე საუბრობს, ნამდვილად, ორივე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, დაიკითხა გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი იმ დროისათვის. მოწმემ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნანახი არ ჰყავდა, თუმცა შემდგომ უკვე დამაზუსტებელი კითხვებით გაირკვა, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა, რომეო მიქაუტაძე ვინ იყო და მხოლოდ მას შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, რომეო მიქაუტაძე ვინ იყო, რაც დაგუგლა ადვოკატის მიერ გამოკითხვისაც და რაც სატელევიზიო სივრცეში შემდგომ აქტუალური გახდა ეს საკითხი. ამიტომ, მსგავსი ჩვენებებით რომ ცდილობს დაცვის მხარე დაადასტუროს, თითქოსდა, ქრთამის მიცემას ადგილი არ ჰქონდა, ვფიქრობ, რომ სრულიად არარელევანტურ მოცემულობასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

 

 

დღის ამბები