27 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში - პოლიტიკაც" - მამუკა მდინარაძე

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში - პოლიტიკაც, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

"მინდა, საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი, ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში - პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულებისა და, მეგობრებთან ერთად, დიდი, საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა, "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევს, თითოეულ ლიდერს - ბატონი ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგითი ჯარისკაცით, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვამბობთ ხოლმე... რადგან თითოეულ მათგან, ყველას უკლებლივ, თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს საქართველოში არ ყოფილა სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიღებულიყო აქ - ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ. დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. 

რა თქმა უნდა, მადლობას ვეტყვი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი და ურთულესი, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ეს ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას - ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები