"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული ოფისების გახსნის კამპანია დაასრულა. პარტიის დასკვნითი ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. ეს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" რიგით მე-10 რეგიონული ოფისია.
პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობაზე და მის როლზე მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
"ჩვენ გვეუბნებიან, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს წარსულზე, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს მომავალზე და ეს გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიტანოთ უცხო ძალების სამსხვერპლოზე. ამ გზაზე უარს ამბობს ქართული საზოგადოება და ჩვენი მთავარი იდეის მიმართ, ნეიტრალიტეტის მიმართ მზარდი დაინტერესება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აჩვენებს, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა," - განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.