პარტიამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მცხეთაში გამართა. მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისია.
ღონისძიებას დაესწრნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები.
საქართველოს რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის სიმბოლურად შეირჩა ქვეყნის უძველესი, პირველი ისტორიული დედაქალაქი მცხეთა.
პარტიის რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის ოფისს უხელმძღვანელებს.
კობა ოთანაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია,ის 2009 წელს ჩაცხრილეს, 13 ტყვიით დაჭრილი სასტიკად აწამეს და აბსურდული ბრალით გაასამართლეს. კობა ოთანაძე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, ანუ აგენტურული ქსელის, პოლიტიკიდან ჩამოშორება და ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას - როგორც ოპტიმალურ გზას მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისთვის.