27 აგვისტო 2026,   04:38
ვრცლად
სად შეიზღუდება ელექტროენერგია 27 აგვისტოს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კლდიაშვილის, ირაკლი აბაშიძის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები