26 აგვისტო 2026,   18:03
ვრცლად
ნეპალში, წყალდიდობამ რვა ადამიანი იმსხვერპლა - დააზიანა გზები და ელექტროსადგურები

ნეპალში, ძლიერმა, უეცარმა წყალდიდობამ სოფლები დატბორა. ხელისუფლების განცხადებით, სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ტიბეტის მიმდებარე ტერიტორიებზე დაზიანდა გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ვერტმფრენებიც. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საზღვრის მეორე მხარეს, ტიბეტმა „მნიშვნელოვანი მსხვერპლის“ შესახებ განაცხადა, მათ შორის არიან დაკარგულებიც. ეს მოხდა მეზობელ გირონგის ოლქში, მას შემდეგ, რაც მეწყერმა ჩინეთსა და ნეპალს შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დააზიანა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნეპალში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მთიან რაიონ რასუვას დაახლოებით 50 000-კაციან დასახლებებში - სიაპრუ ბესისა და ტიმურეში წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ვერტმფრენებმა დაშვება ვერ შეძლეს.

"მოსალოდნელია დიდი მსხვერპლი და ქონების დაზიანება. თუმცა, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვი", - განუცხადა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედიას.

დღის ამბები