28 აგვისტო 2026,   02:22
ვრცლად
"ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი ფუნქციონირებს დატვირთულ რეჟიმში, მაგრამ შემომსვლელების რაოდენობა ნაკლებია გამსვლელების რაოდენობაზე" - ლევან მახაშვილი

ოპოზიციის მორიგი მანიპულაცია და სიცრუე - მმართველი გუნდი უცხოური აგენტურის მხრიდან ოპოზიციისთვის მიცემულ კიდევ ერთ დავალებაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს და რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა სტრატეგიულ ობიექტებს, ახლა ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ მიზანი არის დაძაბულობის შემოტანა, კონკრეტულ ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში. 

"ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი ფუნქციონირებს დატვირთულ რეჟიმში, მაგრამ შემომსვლელების რაოდენობა ნაკლებია გამსვლელების რაოდენობაზე ამავე დროს. ასე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სწორედ ამიტომ ამ დროს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, აი, ამ ვაი პოლიტიკოსების მხრიდან. მათი ბელადები იყვნენ სწორედ ის ადამიანები, ყველას ხომ გვახსოვს რაც ხდებოდა, პრეზიდენტი იდგა იქ და ყველა შემოსულ მანქანას ეხვეწებოდა, ხვდებოდა, ხელს ართმევდა და ეხვეწებოდა, ოღონდ თქვენ აქ შემოდით და ოღონდ თქვენ აქ ფული დახარჯეთ და გადაყვებით, მთელი საქართველო თქვენს ფეხქვეშ დაეგებაო, ხომ გვახსოვს ეს და სწორედ ეს არის გაგრძელება აი იმ რუსოფობიური კამპანიისა, რასაც ჩვენ გასული კვირების განმავლობაში ვხედავთ. რა არის ამ ყველაფრის მიზანი? მიზანი არის დაძაბულობის შემოტანა, კონკრეტულ ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში, ნეგატიური განწყობების გაღვივება და რაც საბოლოო ჯამში, არის დაპირისპირებისკენ მიმავალი გზა და აი, ამიტომ ვამბობ სწორედ, რომ ერთის მხრივ, ეს არიან ვაი პოლიტიკოსები იმიტომ რომ საზოგადოებაში დაპირისპირებას და სიძულვილს აღვივებენ, ისედაც ასეთ რთულ რეგიონში აღვივებენ ერებს შორის დაპირისპირებას, ეს ერთი და მეორე მხრივ, იმასაც კარგად ვხედავთ, რომ სხვისკენ გაშვერა ხელის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც თავად ხელი გაუშალეს 2008 წლის ომის შემდგომ დღეებში, ღიმილისმომგვრელია," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან 52 ათას 953 პირი შემოვიდა, გავიდა უფრო მეტი, 61 ათას 691 ვიზიტორი.

დღის ამბები