26 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პოლიტიკური პირამიდა, რომლის სათავეშიც უპირველესი თაღლითები, მატყუარები, გამყიდველები და სამშობლოს მოღალატეები დგანან

ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიცია ცვლილების“ წევრებს შორის ღია თავდასხმებში გადაიზარდა.

„სინდისის დემენცია“, „ტყუილები და უსინდისობა“, - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებების შემდეგ, რომლებმაც ერთმანეთი მოსყიდვასა და გარიგებებში დაადანაშაულეს, პარტია „ახალის“ ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და პატიმრობა უსასრულო ინდულგენცია არ არის.

გვარამიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმშია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, ოპოზიციური ფლანგი პოლიტიკური პირამიდაა, რომლის სათავეში მოქცეულები არიან უპირველესი თაღლითები, მატყუარები, გამყიდველები და სამშობლოს მოღალატეები.

"ეს არის პოლიტიკური პირამიდა, სადაც თავში თავმოყრილები არიან უპირველესი თაღლითები, მატყუარები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები და შემდგომ არის შეკრული, როგორც ჩანს, აი, ამ პირამიდის ფორმით უკვე მეორე დონის, მესამე დონის და ასე შემდგომ, მეოთხე დონის სხვა მატყუარები, მთელი ეს პოლიტიკური დაჯგუფება. ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით, არის ამ პოლიტიკური პირამიდის რღვევა. მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის ერთი დიდი ჯგუფი, დაჯგუფება და ეს რაღაც შიდა დაპირისპირებები შეიძლება იყოს ხოლმე, რაღაცნაირად მაცდური, რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ საჭიროების დროს ხდება ხოლმე მათი ისევ აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები