26 აგვისტო 2026,   21:48
ვრცლად
"მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო წლები, ვხედავთ იმ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ბის, მათი პატრონების და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა" - დავით მათიკაშვილი

რევოლუციის და არეულობის მოწყობის მცდელობები, ცრუ კამპანიები და ქვეყნის ომში ჩართვის მუდმივი მცდელობა, - დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გარე ინტერესების სასარგებლოდ, ოპოზიციის,  NGO-ებისა და აქტივისტების მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მათი აქტივისტები ემსახურებიან უცხოელ პატრონებს და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ელჩს, მთავარი მიზანი კი, საქართველოს მუდმივი რყევა, საბოტაჟი და დესტაბილიზაციაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, აგენტურა ყოველთვის დავალების მიხედვით მოქმედებს. 

"მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო წლები, ჩვენ ვხედავთ იმ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც  NGO-ების, მათი პატრონების და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. როგორ ცდილობდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსულის იარლიყი მიეწებებინათ, ამით პრაქტიკულად საზოგადოება გამოეყვანათ ქუჩაში და ის მიზნები განეხორციელებინათ, რაც მათი დავალების მიმცემებისგან არის ნაკარნახები, პირველ რიგში - ეს არის ქვეყნის არჩეული, ხალხისათვის სანდო ხელისუფლების ცვლილება იმ აგენტურული ხელისუფლებით, რომელიც შემდგომ უკვე მარტივად განახორციელებდა ყველა იმ მიზანს, რაც მათთვის დავალების მიმცემების მხრიდან მომდინარეობს. აგენტურა მოქმედებს ყოველთვის ისე, როგორც მათ დავალებას აძლევენ, აქაც ბუნებრივია დავალების შესაბამისად იმოქმედებენ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები