26 აგვისტო 2026,   01:00
ვრცლად
თამარაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, განხორციელდა ათამდე ავტოფარეხის დემონტაჟი. უახლოეს მომავალში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები.  

ასევე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობაც. 1500 კვ. მ. ფართობზე დაირგო 400-მდე სახეობის სხვადასხვა ხე-მცენარე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდათ მრავალწლოვან ნარგავებს. დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.

პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 800 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნენ.
დღის ამბები