25 აგვისტო 2026,   17:22
ვრცლად
საფრანგეთში ტორნადომ 300-ზე მეტი სახლი დააზიანა, დაშავდა ათობით ადამიანი

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ოდის რეგიონს ტორნადომ გადაუარა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა და ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფელ პომაში  39 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამშაბათს დილისთვის, სამხრეთ საფრანგეთში დაახლოებით 21 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო, მათ შორის, 1 600 ოდის დეპარტამენტში.

"გუშინ, გვიან საღამოს, უჩვეულო ინტენსივობის ტორნადო ოდის რეგიონს დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა სოფელ პომასს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა.

დღის ამბები