24 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიული შეხვედრა თეატრის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა.

ბანაკის მონაწილეებს ამჯერად თეატრის სფეროს წარმომადგენლები - დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი ეწვივნენ.

შეხვედრის მთავარი თემები თეატრალური ხელოვნება, შემოქმედებითი პროცესი და სცენური გამოცდილება იყო. სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული არჩევანი, თეატრში მოღვაწეობის წლები და ის გამოწვევები გაუზიარეს, რომლებიც ხელოვანის პროფესიულ გზას ახლავს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად თეატრისა და კულტურის მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

ახალგაზრდობის სააგენტოს მასშტაბური პროექტი არაფორმალური განათლების, ეროვნული ღირებულებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სეზონის განმავლობაში ბანაკი სულ 2 640 მონაწილეს უმასპინძლებს.

დღის ამბები